საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღესა და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.წმინდა ნინო კაბადოკიაში დაახლოებით 280 წელს დაიბადა. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის … Continue reading ბოდბეს დედათა მონასტერი
აკურას ეკლესია
აკურის მონასტერი - აკურის მამადავითის მონასტერი IX საუკუნე ბაზილიკა და სამონასტრო შენობების ნაშთები (გალავანი, მარანი და სხვა) კახეთშია, დღევანდელ თელავის რაიონში, სოფ. აკურიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ტყეში (ქვემოთ, ხევში, მდინარე ვანთისხევია).ძეგლის თავისებურება სავსებით შეესაბამება გარდამავალ ხანას. საბედნიეროდ, არსებობს, წერილობითი საბუთებიც მონასტრის დაარსების შესახებ. როგორც გ. ჩუბინაშვილმა დაადგინა, მისი დამაარსებელი ყოფილა IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოდვაწე ილარიონ ქართველი, რომლის X ს-ში … Continue reading აკურას ეკლესია
ატენის სიონი
ქ. თბილისიდან 104 კმ–ის დაშორებით, გორის რაიონში მდებარეობს ატენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. გეგმით იგი ტეტრაკონქს წარმოადგენს და ზედმიწევნით იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ატენის სიონის ინტერიერი ახდენს. ტაძრის XI საუკუნით დათარიღებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. არანაკლებ საინტერესოა ატენის სიონის მრავალრიცხოვანი წარწერები. ბევრი … Continue reading ატენის სიონი
ალავერდის მონასტერი
ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა … Continue reading ალავერდის მონასტერი
ახალი შუამთის მონასტერი
ხალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული. ფილადელფოს კიკნაძე-კიკნაველიძე, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი, 1832 … Continue reading ახალი შუამთის მონასტერი
ძველი შუამთის მონასტერი
შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) … Continue reading ძველი შუამთის მონასტერი
მცხეთის ჯვარი
მცხეთის ჯვარი მდებარეობს მთაზე,არაგვის გადაღმა,ძველი დედაქალაქის,მცხეთის პირდაპირ.ტაძრის სახელწოდებას თავისი ისტორიული საფუძველი აქვს,პირველ ხანებში როდესაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო ამ ადგილას აღმართული იყო დიდი ხის ჯვარი,რომელიც მცხეთის ყველა მხრიდან თვალსაჩინო იყო და გარკვეულწილად რაღაც სიმბოლოსაც კი წარმოადგენდა.პირველ რიგში ახალი, ჯერ კიდევ უცნობი სარწმუნოების, რომლის მისტიციზმი მომხიბვლელი იყო არა მარტო ქართველებისთვის არამედ კავკასიაში მცხოვრები სხვა ეროვნების ქრისტიანებისთვისაც.მცხეთის ჯვრის … Continue reading მცხეთის ჯვარი
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
სამება მთავარი მართმადიდებლური ტაძარია საქართველოში,რომელიც მდებარეობს თბილისში ელიას გორაზე,ავლაბარში .აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია,რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით.ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხიდან დასავლეთ,სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებულოი პორტალებიდან.ამათგან,მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია,რომელსაც გარედან ვრცელი გალერია აკრავს.ტრიქონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთნ ერთდ კათედრალის ერთიან მთავარი მოცულობას წარმოადგენს.რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს … Continue reading წმინდა სამების საკათედრო ტაძარი